Accessibility links

ტყიბულელმა მეშახტეებმა აქციები დროებით შეწყვიტეს


ტყიბულელმა მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეაჩერეს და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯისთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ. მათ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარუდგინეს წარმოების უფროსის, ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა. მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ, ჯაყელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჩაფიძე შახტის ხელმძღვანელად ხვალ დაინიშნება. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ახლა ძირითადი ღონისძიებები გასატარებელია უსაფრთხოების კუთხით და ასევე, საუბარია გამოძიების პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის გადახდაზე.

ხელმძღვანელის შეცვლის გარდა, ტყიბულელი მეშახტეები მოითხოვენ 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, რისკების შესაფასებლად შახტების დროებით კონსერვაციას და ობიექტის სრულ მოდერნიზებას და კონსერვაციის პერიოდში დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფას. აპრილსა და ივლისში, მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG