Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დვალი: ცა თუ არ მოიწმინდა, მთვარის დაბნელებას ვერ დავაკვირდებით


დავით დვალი
დავით დვალი

თბილისელები ვერ დააკვირდებიან მთვარის სრულ დაბნელებას, თუკი თბილისში 27 ივლისს გაჩენილი მტვრის მასა შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ასტროფოტოგრაფმა დავით დვალმა: „მთვარის დაბნელების გადაღებას ბაზალეთის ტბიდან ვგეგმავდით, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა სათანადო პირობები. დავაპირეთ წალკაში წასვლა, მაგრამ გვაცნობეს, რომ იქაც ასეთი ვითარებაა. ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ მტვერი, ღრუბლები და ნისლი გაიფანტოს“.

დღეს ღამით დაიწყება მთვარის სრული დაბნელება, რომელიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება. მთვარე დედამიწის ჩრდილში შესვლას დაიწყებს თბილისის დროით ღამის ათის ნახევრისთვის. ასტრონომების ინფორმაციით, დრო მთვარის დაბნელების პირველიდან ბოლო ფაზამდე 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება. სრული დაბნელების ფაზა დაახლოებით ერთ საათსა და ორმოც წუთს გასტანს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის, თბილისში, მტვრის მასა გავრცელდა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან. სააგენტოს განმარტებით, მტვრის გავრცელება განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციით, კერძოდ, სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG