Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: 36%-ისთვის საქართველოს განვითარება საერთოდ არ იცვლება


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების პირველ ხუთეულშია სამუშაო ადგილები(51%), სიღარიბე(32%), ფასების ზრდა და პენსიები(28-28%) და ტერიტორიული მთლიანობა(24%). გამოკითხულთა 21%-მა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად დაასახელა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 17%-მა ხელფასი, 15%-მა განათლება, 10-10%-მა ადამიანის უფლებები და რუსეთთან ურთიერთობა, 8%-მა სამართლიანობის აღდგენა, 6%-მა კრიმინალი, 5%-მა სამართლიანი არჩევნები და 4-4%-მა სასამართლო სისტემა და ნატოში გაწევრიანება.

შეკითხვას, ძირითადად როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტების 36%-მა უპასუხა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 23%-ის აზრით, ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17%-ის შეფასებით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება და 17% ფიქრობს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის კვლევისთვის გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.“ 23 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 409 რესპონდენტი. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია. NDI კვლევებს ატარებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG