Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟო ტერმინალებმა ცემენტის ნედლეულის გატარება დაიწყეს


საბაჟო ტერმინალებმა ცემენტის მცირე საწარმოებისთვის განკუთვნილი ნედლეულის გატარება დაიწყეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რუსთავის საწარმო „ცემენტი 2004“-ის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ აცნობა.

„ან რას აკავებდნენ [კლინკერს], ან თუ არ ვარგა, რატომ უშვებენ?“, იკითხა გიორგი მაისურაძემ, რომლის კუთვნილი ნედლეული, ცემენტის წარმოებისთვის აუციელებელი კლინკერი, დატვირთული სამ მძიმეტვირთმზიდ ავტომანქანაზე, თვეზე მეტი საბაჟო ტერმინალში იყო გაჩერებული.
რადიო თავისუფლებას ინფორმაცია კლინკერის გაშვების შესახებ რუსთავის ცემენტის მწარმოებელ სხვა საწარმოებშიც დაუდასტურეს.
„საბაჟოდან ეს ინფორმაცია ჩვენც მოგვაწოდეს“, განაცხადეს შპს „ვდ-ელ“-ის თანამშრომლებმა.

რუსთავში ცემენტის მწარმოებელი 15-მდე მცირე ორგანიზაციაა, რომლებსაც კლინკერი ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოაქვთ. ისინი ერთი თვეა გაჩერებული არიან ტერმინალებში 3 ათას ტონამდე კლინკერის დაყოვნების გამო. შეფერხების მიზეზად ასახელებდნენ კლინკერის სტანდარტებთან შეუსაბამობას და ხარისხის შემოწმების პროცედურას.


ცემენტის მწარმოებლებს, რუსთავისა და კასპის 30-მდე საწარმოს, 29 აგვისტოს დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქციის გამართვა სახელმწიფო კანცელარიასთან, ნედლეულის გათავისუფლების მოთხოვნით. თუმცა, აქცია გადაიდო ულტიმატუმით-ოთხი დღის ვადაში მოგვარებულიყო პრობლემა.

XS
SM
MD
LG