Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თრუსოს ხეობაში დაკავებული 5 პირი თავისუფალია


გათავისუფლებული ხუთი პირი ერგნეთის საგუშაგოზე
გათავისუფლებული ხუთი პირი ერგნეთის საგუშაგოზე

თრუსოს ხეობაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ხუთი პირი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. ხუთივე მათგანი გამოკითხვის მიზნით, მცხეთის პოლიციაში გადაიყვანეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მათი სასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართა, თუმცა საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ,ისინი ცხინვალის იზოლატორიდან 30 აგვისტოს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-ს თანახმად, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 28 აგვისტოს დააკავეს.

XS
SM
MD
LG