Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბამ და ასადმა ერთმანეთი ორდენებით დააჯილდოვეს


რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს „მეგობრობის და თანამშრომლობის შეთანხმებას.“ ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს იუწყება სააგენტო „აფსნიპრესი.“ ხაჯიმბა აფხაზურ დელეგაციასთან ერთად სირიაში 4 სექტემბერს ჩავიდა. ამავე სააგენტოს ცნობით, ასადმა ხაჯიმბას მიულოცა აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ მეათე წლისთავი და განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სირია-აფხაზეთის ურთიერთობებში. რაულ ხაჯიმბამ სირიაში ვიზიტს უწოდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან აშშ და დასავლეთი ყველაფერს აკეთებენ სირიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„აფსნიპრესის“ ცნობითვე, ბაშარ ასადმა რაულ ხაჯიმბას გადასცა სირიის უმაღლესი ჯილდო, „უმაიადის ორდენი.“ საპასუხოდ, ხაჯიმბამ ასადი დააჯილდოვა „პატივის და დიდების პირველი ხარისხის ორდენით.“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები სირიამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2018 წლის მაისში, რის გამოც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG