Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გორში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ


გორის მერიასთან მობილიზებული პოლიციელები. 2018 წლის 14 სექტემბერი
გორის მერიასთან მობილიზებული პოლიციელები. 2018 წლის 14 სექტემბერი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ გორის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც მართავენ 6 ივლისს გარდაცვლილი, სოფელ ხელთუბნის მცხოვრები თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი და მისი მხარდამჭერები. ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და სამართალდამცავები მკვლელს ხელს აფარებენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის თქმით, საქმე აღძრულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე, თუმცა, მის შვილს თავის არეში აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა.

გორში აქციის გამართვამდე მერაბ მერებაშვილმა თანასოფლელებთან ერთად სოფელ ხელთუბანთან გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გზის გახსნას ცდილობდნენ, დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოგვიანებით, მერაბ მერებაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის გორში გამართვის შესახებ და მოითხოვა, რომ გორში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი. გორის მერიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG