Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორბლის იმპორტიორი, რომელიც თვითდაზიანებით იმუქრება, ფინანსთა მინისტრის მისვლას მოითხოვს


ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე, რომელიც თავის დაწვით იმუქრება, ეკონომიკური გაფორმების ზონის(გეზი) ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ნაგებობის სახურავზე რჩება - ამის შესახებ ადგილიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. მისი ინფორმაციით, სახურავზე მყოფი მამაკაცი მოითხოვს გეზ-ში მივიდეს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავები უკვე რამდენიმე დღეა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური გაფორმების ზონაში მართავენ საპროტესტო აქციას და მოითხოვენ გაუქმდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.

XS
SM
MD
LG