რუსეთის ორ რეგიონში იმართება გუბერნატორთა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს კრემლის ერთგული კანდიდატების მარცხი. კენჭისყრა მიმდინარეობს შორეული აღმოსავლეთის ხაბაროვსკის მხარეში და ცენტრალურ ვლადიმირის რეგიონში, ეს რეგიონები ორია იმ ოთხიდან, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატებმა 9 სექტემბერს გამართულ პირველ ტურში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ამ შედეგებმა კითხვები წარმოშვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია კრემლს ხალხის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ისეთ რეგიონებში, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მძიმედ ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის პირობებში ადგილობრივი საკითხების და მეტოქეობის მენეჯმენტი მოსკოვიდან შესაძლოა განსაკუთრებით რთული იყოს.