Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი და კიტა ჩხენკელების არქივი საქართველოს გადეცა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა. საზეიმო ღონისძიებაზესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ თქვა, რომარქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ არქივის საქართველოსთვის გადმოცემა მოხდა წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან100 წლისთავს„- განაცხადა ზვიად გონაძემ.
ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ჩხენკელების არქივის მემკვიდრეებს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს, შვეიცარიაში საქართველოსთან მეგობრობის გაერთიანების პრეზიდენტს თომას ჰოიზერმანს და ქალბატონ და ბატონ კრაიერებს, რომლებმაც უზრუნველყვეს არქივის დიგიტალიზაცია და ორიგინალთან ერთად თსუ-ს ბიბლიოთეკას გადასცეს.
უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნული მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელსლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანადა ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.

XS
SM
MD
LG