Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში ჩეჩნეთთან „ახალი საზღვრის“ გამო საპროტესტო აქციები არ წყდება


მიტინგი მაგასის ცენტრში
მიტინგი მაგასის ცენტრში

ინგუშეთის პარლამენტი ხელახლა განიხილავს ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის შეთანხმებას. როგორც მაგასის ცენტრში გამართულ მიტინგზე ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეთ-სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რესპუბლიკის პარლამენტმა გააუქმა ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ შეთანხმების მისაღებად გამართული კენჭისყრის შედეგები.

26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გამიჯვნის შესახებ შეთანხმებას. საზღვრის დადგენა საჭირო გახდა 1991 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. 26 სექტემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს თანაბარზომიერი ტერიტორიების გაცვლას.

4 ოქტომბერს ინგუშეთის სახალხო კრების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შეთანხმების კანონპროექტს. სხდომას სულ 25 დეპუტატი ესწრებოდა. დადგენილება მოწონებული იქნა 17 დეპუტატის მიერ, სამი იყო წინააღმდეგი, ხუთმა კი თავი შეიკავა, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბდა, რის შესახებაც მათ აცნობეს რუსეთის პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს.

სახალხო კრების სხდომა მიმდინარეობდა არასანქცირებული მიტინგის ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ ხუთშაბათს დილით, 8 საათზე დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG