თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ყრია. ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
2018 წლის 28 თებერვალს, ამავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობიდან შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა 14 წლის ბიჭის სიცოცხლე.
შემთხვევის გახმაურების შემდეგ ადგილზე მივიდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელსაც გამვლელებმა უთხრეს, რომ ქუჩაზე ჩამოყრილი ნამსხვრევები არა ფანჯრის ჩამოვარდნისას, არამედ დაზიანებული შუშის გამოცვლის შედეგად გაჩნდა.