Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს


კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედა ენის“ ბაღში აპირებს.როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, ფესტივალის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია:

„საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მოიხმარონ მარიხუანა და ესა არის მათი კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლება. მაგრამ წარდგენილი კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ითვლება, რომ ადამიანს მარიხუანის მოხმარების საშუალება აქვს მხოლოდ საკუთარ სახლში, ჩაკეტილ სივრცეში, თუ 150 მეტრით მოარიდებს არასრულწლოვნებს. ნებისმიერ სხვა სივრცეში მარიხუანის მოწევა ისევე აკრძალულია, როგორც აქამდე იყო... ანუ ფაქტობრივად დასაცავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი გაგებისგან იმიტომ, რომ, როგორც ჩანს იმას, ვინც ვალდებულია აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, მისი შინაარსი არ ესმის“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომლის თანახმად, 20 ოქტომბერს ფესტივალზე მისულ ადამიანებს „საშუალება ექნებათ მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს,ან გაყიდონ, ან რამეში გაცვალონ, ან გადასცენ როგორც სუვენირი. ყველა მათგანი აკრძალულია, მნიშვნელობა არ აქვს, გაყიდვა იქნება თუ გადაცემა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ.“-იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ფესტივალს ერთგვარი „ქოფიშოფის“ ფორმა მიეცემა, რაც მარიხუანის ლეგალურად შეძენის საერთაშორისოდ აპრობირებული სახეა.

რაც შეეხება სამართალდამცავთა მოსალოდნელ რეაგირებას, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალოვანი უწყებებიდან ადეკვატურ რეაქციას ელოდება. მისი აზრით, ფესტივალის სახით მიმდინარე მშვიდობიან აქციას, რომელშიც ტურისტებიც მიიღებენ მონაწილეობას, პოლიცია ძალით ვერ დაარბევს: „ერთი არგუმენტი მაქვს, რომ თუნდაც ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არ გააკეთებს. მეორე არგუმენტი ისაა, რომ 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები...არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის დაჭერა და ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა. ასეთი ცუდი წარმოდგენა არა მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ მათ არ ესმოდეთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭერა ახლა არ შეიძლება. და თუ რამე დარღვევა მოხდება ამ აქციაზე, პირველი ჩაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ ჩაიდენენ გირჩის წევრები და შემდეგ ის მონაწილეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.“ იაგო ხვიჩიას შეფასებით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანებს მარიხუანის ცივილურად შეძენისა და კულტივაციის უფლება აქვთ. იაგო ხვიჩია კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ელის:“ მე მოვარდნას კი არ ველოდები, მე ველოდები ამ ადამიანების სტუმრობას ამ აქციაზე. ზუსტად ვიცი, ნანახი მყავს, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში მოიხმარენ მარიხუანას და ისინი მორალური და პატიოსანი ადამიანები არიან. ჩემი აზრით, ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი.“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

XS
SM
MD
LG