Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუში აქტივისტი ამბობს, რომ არ შეწყდება აქციები ჩეჩნეთთან საზღვარზე შეთანხმების წინააღმდეგ


2018 წლის 7 ოქტომბერი: ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 4 ოქტომბერს დაწყებული პერმანენტული აქცია ჩეჩნეთთან საზღვარზე შეთანხმების გასაპროტესტებლად
2018 წლის 7 ოქტომბერი: ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 4 ოქტომბერს დაწყებული პერმანენტული აქცია ჩეჩნეთთან საზღვარზე შეთანხმების გასაპროტესტებლად

ინგუში აქტივისტი სირაჟდინ სულტიგოვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების გასაპროტესტებელი გამოსვლები არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარს ამბობს სანქციის გაგრძელებაზე 17 ოქტომბრის შემდეგ. სულტიგოვმა გაზეთ „კომერსანტს“ უთხრა, რომ ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში გამოსვლები გაგრძელდება სადავო შეთანხმების გაუქმებამდე. დემონსტრაციები, რომლებზეც ზოგ დღეს ათასობით ადამიანი იკრიბება, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლების ყველაზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მიეკუთვნება. დემონსტრანტები ამბობენ, რომ შეთანხმებით, რომელიც 26 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა გააფორმეს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ იევკუროვმა, უსამართლოდ გადასცემს ჩეჩნეთს ინგუშეთის კუთვნილ ტერიტორიებს. აქციებზე მოითხოვენ იევკუროვის გადადგომასა და საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე რეფერენდუმის ჩატარებას. როცა 4 ოქტომბერს ინგუშეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ინგუშმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ მათ მხარი არ დაუჭერიათ შეთანხმებისათვის, ხოლო ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შეთანხმება ძალაშია შესული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG