Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მოჭიდავეები დღეს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ


გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში იჭიდავებენ. კენჭაძეს 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში აშორებს ერთი მოგება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პეტრიაშვილს კი 125 კილოგრამში შეუძლია ზედიზედ მეორედ გახდეს მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი. ამ წონებში გადამწყვეტი შეხვედრები დღეს შედგება, თბილისის დროით 21:00 საათიდან. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ლომთაძე (61 კგ).

ავთანდილ კენჭაძის მეტოქე რუსი ზაურბეკ სიდაკოვი იქნება. გენო პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდება, ხოლო ბექა ლომთაძე - მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბილეგს.

დღესვე, ფინალური ბლოკის დაწყებამდე, დილიდან ჩაებმებიან საქმეში 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენები. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ნახევარფინალები - 19:45-დან შედგება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ჩაებნენ ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), დავით ხუციშვილი (79 კგ) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ).

XS
SM
MD
LG