Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი


მმართველი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა კვირას გლდანის მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.

”დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მე მგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. ახლა უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო",- განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG