Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: ხელისუფლება ორი პოლიტიკური პოლუსის წარმოჩენას ცდილობს


„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ცდილობს, ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც „ერთი მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორე მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს“, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს.

„ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს.

მანამდე დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერ კანდიდატებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთზე შეტევა, გადავიდნენ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი მოახმარონ იმას, რომ არ დაუშვან სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG