Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი


20 ოქტომბერს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი. პეტრიაშვილმა ფინალში ჩინელ ჟივეი დენგს სძლია.

ფინალში გასვლამდე ქართველმა მოჭიდავემ რუსი ანზორ ხიზრიევი და ირანელი ფავრიზ ჰადი დაამარცხა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მეორე ქართველი, ავთანდილ კენჭაძეც იბრძოდა. კენჭაძემ ფინალამდე აზერბაიჯანელ აბუბაქაროვს და თურქ სონერ დემირთაშს სძლია. ფინალში კი რუს ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG