Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის წარმოებას „დიდი რენტაბელობა“ აქვს


კოალიცია „ქართული ცონების“ ლიდერი აცხადებს, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანის წარმოების საკითხზე მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება. ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თავადაც იყო ჩართული იმ კანონპროექტის განხილვაში, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა. „რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა - 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება არ წავა საზოგადოების წინაშე, თუ დარწმუნდება, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია.

XS
SM
MD
LG