Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე: ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება


"ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი.

მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.

ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს.

ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას." - წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG