Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: ვაშაძის მოგება იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას აპირებს სააკაშვილი და მისი გუნდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენას და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG