Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთში მოკლული ქალის ოჯახის წევრებს


სოლიდარობის აქცია პოლონეთის საელჩოსთან გაიმართა
სოლიდარობის აქცია პოლონეთის საელჩოსთან გაიმართა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთში მოკლული 28 წლის ქალის, პაულინე დ.-ს ოჯახის წევრებს და მის მეგობრებს. სოლიდარობის აქცია მათ 31 ოქტომბერს თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან გამართეს.

„ჩვენც, ჩვენი საზოგადოებაც, წუხს ისევე, როგორც წუხს პაულინეს ოჯახი მომხდარი საშინელი ფაქტის გამო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.

28 წლის პაულინე დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. პოლიციამ ის 26 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვა. მას ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალი ედება საქართველოს მოქალაქეს მამუკა ხეცურიანს. მას ინტერპოლი ეძებს.

XS
SM
MD
LG