Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების რეანიმაციაში იმყოფებიან


ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, - განაცხადა ქაშიბაძემ. აფეთქება მოხდა ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის მესამე სართულზე. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულზე მცხოვრები სამი პირი.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამი პირი დაშავდა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG