Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია პატარაია: "ქართულ ოცნებას" თვითონ არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის


"ეს ბანერები, რომლებზეც დახატულია კაცი და აწერია ქალის სახელი და გვარი, ჩემთვის შოკისმომგვრელია. მე ვფიქრობ ეს არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ყველა ქალისთვის შეურაცხმყოფელია. გამოვიდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ქართულმა ოცნებამ სახე წაართვა და მათი აზრით საზოგადოებისთვის უფრო მისაღები კაცებით ჩაანაცვლა.

ეს ძალიან ცუდი გზავნილია ხელისუფლების მხრიდან. ისინი ამ ბანერებით ადასტურებენ, რომ ქალები ფასადისთვის ჭირდებათ და როცა პოლიტიკური ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში მიდის, მაშინ ქალებს აშთობენ და კაცები გამოდიან წინა რიგებში. გამოდის, რომ ქართულ ოცნებას თვითონ არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის ძალის და შესაძლებლობების. საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ კამპანიას ჩამოაშორეს. ეს ხელს უწყობს ქალების მარგინალიზაციას პოლიტიკაში, სექსიზმს და დისკრიმინაციას." - უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა, "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ მას შემდეგ, რაც ბილბორდებზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლეს.



"მე ვფიქრობ, რომ ამას მთელი საზოგადოება უნდა გამოეხმაუროს. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე. ასეთი დამცირება პოლიტიკოსი ქალის საკუთარი პარტიის მხრიდან ჩვენთვის ყველასთვის შეურაცხმყოფელია," - ამბობს ბაია პატარაია.

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG