Accessibility links

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას აპირებს


რიონისპირა ძველი სახლები ქუთაისში

„2020 წლიდან ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია დაიწყება“, - ამის შესახებ განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ, რომელმაც, იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად, რიონისპირა სახლები დაათვალიერა. გიორგი შენგელიას თქმით, სამუშაოების პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს იმუშავებს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი პროექტი სრულ სახეს მიიღებს. როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, ქალაქი, სადაც ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყრის თავს, კეთილმოწყობილი უნდა იყოს.

"მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლისთვის დაგეგმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოხდება მათი რეაბილიტაცია, მოწესრიგდება მდინარის კალაპოტი, მოეწყობა სანიაღვრეები, ბილიკები, განათდება და სრულიად ახალ სახეს შეიძენს უბანი და ახლა სიცოცხლეს შემოიტანს ქალაქში, მთლიანად შეკრავს ტურისტულ მარშრუტს. საჭირო თანხის მოცულობა განისაზღვრება საპროექტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სავარაუდოდ, საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე. არის სახლები, რომლებშიც შესაძლებელია მშენებლობის დროს მოსახლეობის დატოვება, სხვა შემთხვევაში გავიყვანთ მოსახლეობას", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG