Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ კაშია „ვიტესიდან“ დიდი პატივით გააცილეს


გურამ კაშია
გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია არნემის „ვიტესის“ არენაზე კიდევ ერთხელ გავიდა. 1 დეკემბერს, 31 წლის ქართველ მცველს, რომელიც რვა წლის განმავლობაში (2010-2018) იცავდა „ვიტესის“ ღირსებას და გუნდის კაპიტანიც იყო, გამოსამშვიდობებელი მატჩი მოუწყვეს.

ჰოლანდიელი გულშემატკივრები საყვარელ ფეხბურთელს დიდი ოვაციით შეხვდნენ. თავად კაშიამ კი მინდორი აცრემლებულმა დატოვა.

კლუბმა ყოფილი კაპიტანი ვერცხლის სპეციალური სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. კიდევ ერთი შთამბეჭდავი საჩუქარი კაშიამ „ვიტესის“ ქომაგებისგან მიიღო - არნემში მდებარე ერთ-ერთი პარკის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ირმებისთვისაა გამოყოფილი, ქართველი ფეხბურთელის სახელი უწოდეს.

გურამ კაშია 2018 წლის ზაფხულიდან ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ „სან ხოსეში“ გადავიდა. იქამდე, რვა წლის განმავლობაში, მან „ვიტესის“ რიგებში 293 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

XS
SM
MD
LG