Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფლიგელით მომავალი წლიდან ისარგებლებს


"ორბელიანების სასახლე"
"ორბელიანების სასახლე"

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე „ორბელიანების სასახლეში“ სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში, თუმცა საპრეზიდენტო ფლიგელის სრულად გარემონტება 16 დეკემბრამდე ვერ მოესწრება. „შესაძლოა, თვენახევარი დასჭირდეს. აქ მემგონი დაჩქარება საჭირო არ არის. პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელს ხომ არ გაკეთდება რემონტი?! ამის გამო არჩეული პრეზიდენტი ალბათ, ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება და შემდგომში გადავა საპრეზიდენტო ფლიგელში,"- უთხრა ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეზე და მისი ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე „ორბელიანების სასახლეში“ განთავსდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG