ოპოზიციის მხარდამჭერებმა გზა გადაკეტეს თელავში, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც 14:00 საათისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ სამთავრობო ავტომობილებს ერეკლე მეორის სასახლისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცენ.
შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, უკვე 45 წუთია, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანას ელოდებიან.