Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ნიკანორ მელიასაც შესაბამისი პასუხი მოეთხოვება


შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

„იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის - ნიკანორ მელიასაც,“- უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამართლებრივად გაანალიზებული იქნება ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც კვირას, სხვადასხვა წერტილში გამოვლინდა.

გიორგი გახარიას თქმით, სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმაზე უფრო მეტიც მოითმინეს, ვიდრე მათ ეს თმენის ვალდებულებით ევალებათ. „სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG