Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია დავით კირკიტაძე


დაკავებულია გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე. ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. უწყების ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და მას ბრალად ედება სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის შესაბამისი დანაშაული.

შს სამინისტროს განცხადების თანახმად, "გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე."

17 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების შეზღუდვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG