Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია: ცალკე ხომ არ აპირებთ ფარცხალაძეზე კანონის მიღებას


"ხომ არ აპირებთ საკანონმდებლო ცვლილების შეტანას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ თანამდებობის პირს ან ხელისუფლების წარმომადგენელს რესტორანში დაესხმებიან თავს მაშინ ეს კანონი არ მოქმედებს. ან ცალკე ხომ არ აპირებთ ფარცხალაძეზე კანონის მიღებას, იმიტომ რომ ფარცხალაძეზე არც ერთი კანონი არ ვრცელდება. დავარქვათ ბარემ ყველაფერს თავის სახელი, შემოვიტანოთ ეს კანონი და გავიყვანოთ ეს კაცი ყველანაირი კანონის მიღმა.

აუდიტის დასკვნა დაწერა მის კორუფციულ, კრიმინალურ საქმიანობაზე თორდიამ, მიუვარდა და დაულეწა თავ-ყბა და თქვენ ამას ეძახით საყოფაცხოვრებო რესტორანში ჩხუბს?

მე მესმის, რომ რთული საკითხია ზოგადად ის რომ ფარცხალაძე ასე გაგიჩნდათ, ადამიანი რომელსაც ვერ ეკარებით, ვერ ეხებით და აქედან გამომდინარე დანაშაულის მთელი ჩანჩქერი მოდის ამ ადამიანისგან, მაგრამ ამას მაინც ნუ გვეტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ რესტორანში წაიჩხუბეს ბიჭებმა, როდესაც ფარცხალაძეზე გვაქვს საუბარი.

რა ჭირია ამისთანა მოუშორებელი? როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი იძახდეს ამას?" - უთხრა "ევროპული საქართველოს" წევრმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ 21 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.

ციტატები

XS
SM
MD
LG