Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ერაყიდან ჩავიდა გერმანიაში, ამერიკულ საავიაცო ბაზაზე


დონალდ ტრამპი რამშტაინში
დონალდ ტრამპი რამშტაინში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში მისი მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, 27 დეკემბერს გერმანიაში ჩავიდა, სადაც რამშტაინში განლაგებული ამერიკული საავიაციო ბაზის პირად შემადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტმა ტრამპა ხელი ჩამოართვა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო ათობით ამერკელ ჯარისკაცთან ერთად. გერმანიამდე აშშ-ის ლიდერი და პირველი ლედი მოულოდნელად ეწვიენ ერაყში, ბაღდადთან ახლომდებარე ალ-ასადის სამხედრო-საავიაცო ბაზას. ამ ვიზიტების ფონია მკაცრი კრიტიკა იმის გამო, რომპრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2017 წლის იანვრიდან, დონალდ ტრამპი არცერთხელ არ ჩასულა „ცხელ წერტილებში,“ სადაც სამშვიდობო მისიით იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები. ერაყში, ამერკელ სამხედროებთან შეხვედრა, დონალდ ტრამპმა გამოიყენა იმისათვის, რომ დაეცვა გადაწყვეტილება სირიიდან 2000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში პრაქტიკულად განადგურებულია, ხოლო ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ მეამბოხეთა ნებისმიერ მცდელობას ერაყში მყოფი ამერკული დანაყოფებიც გაართმევენ თავს.„ჩვენ აღარ ვსურს, რომ ჩვენ ქვეყანას და მის გასაოცარ არმიას თავიანთი თავდაცვის ინეტერესებისათვის იყენებდნენ სხვა სახელმწიფოები“, - განაცხადა ერაყში ამერიკული ქვედანაყოფის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG