Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე: ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად


ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

"ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ უნდა გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა", - განაცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ლევან მურუსიძემ, რომელიც კონკურსის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში უვადო მოსამართლე გახდება.

ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს და მზადაა ანგარიში ღია ეთერით ჩააბაროს საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე.

„კამერები შემოიტანეთ ყველამ, ეს გავიდეს პირდაპირ ეთერში და მე დავამტკიცებ, რომ წლების განმავლობაში რასაც ჩემზე საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ თურმე მე ვარ გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და თვითონ რეალურად ყველაფერზე ხელს იწმენდნენ, საზოგადოებას საშუალება მიეცემა, რომ გაიგოს რაში მდგომარეობს სინამდვილე. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რაზეც მედავებიან, არის აბსურდული სამართლებრივი კუთხით", - განაცხადა ლევან მურუსიძემ. იგი ამ წუთებში პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.ლევან მურუსიძე 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.მას უფლებამოსილების ვადა ამ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში ეწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG