Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერტრანსი“: რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსების მძღოლებს კანონი არ დაურღვევიათ


კომპანია „ინტერტრანსი“ არ ეთანხმება რუსთავის მერიის ირაკლი ტაბაღუას განცხადებს, რომ მძღოლებმა დაარღვიეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და „ინტერტრანსს“ შორის ხელშეკრულების პირობები, როცა მგზავრობის ფასი 50 თეთრით გაზარდეს.

29 დეკემბერს დილიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი სამარშრუტო ხაზიდან შვიდზე მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 2 ლარამდე გაზარდეს.

„სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის, საწვავზე ფასის ცვლილების, ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის, სათადარიგო ნაწილებსა და საპოხ მასალებზე ფასების მატების გამო მძღოლებმა კომპანიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვა მოითხოვეს. კომპანიამ განხილვის შემდეგ მძღოლების მოთხოვნის შესახებ რუსთავის თვითმმართველობას დაახლოებით ორი თვის წინ წერილობით აცნობა და მგზავრობის ფასის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნაც წარუდგინა, სადაც განმარტებულია, რომ არსებული ტარიფი არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯების და მძღოლის სარგებელის საფასურს”, - აცხადებს „ინტერტრანსი“.

კომპანია აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის შესაძლო მატების შესახებ მძღოლებმა რუსთავის მერია 27 დეკემბერს გამართული აქციით გააფრთხილეს.

„ინტერტრანსის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კანონი ამ შემთხვევაში არც მძღოლებს დაურღვევია“, - აცხადებს კომპანია, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით თერთმეტივე მარშრუტს ფლობს.

რუსთავის მერიას „ინტერტრანსთან“ 15-წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მგზავრთა გადაყვანაზე.

თავის მხრივ, მგზავრობის საფასურის გაზრდის შემდეგ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ მძღოლებმა სანებართვო პირობები დაარღვიეს. მისივე თქმით, არსებობს რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც, ტარიფის თვითნებურად გაზრდის უფლება არავის არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG