Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანს ჟურნალისტისთვის ათასობით დოლარის გადახდა დააკისრა


Khadija Ismailova after release from prison
Khadija Ismailova after release from prison

ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანს 19300 დოლარის გადახდა დააკისრა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვასთვის, რაც უკავშირდება შანტაჟის კამპანიას ბაქოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი უკავშირდება 6 წლის წინ ინტერნეტით გავრცელებულ სექსუალური შინაარსის შემცველ ვიდეოს, რომელიც ფარულად გადაიღეს ისმაილოვას ბინაში.

სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებაში წერია, რომ „არ მოხერხდა „გონივრული ეჭვის გარეშე“, იმის დადგენა, რომ თვითონ სახელმწიფოს აკისრია პასუხიმგებლობა ისამილოვას პირად ცხოვრებაში ძალიან სერიოზულ შეჭრაში“. სასამართლოს დასკვნაში წაიკითხავთ, რომ აზერბაიჯანმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც ნაკისრი აქვს ადამიანის უფლების დაცვის ევროპის კონვენციის თანახმად, რომ გამოეძიებინა ქმედება, მიმართული ისმაილოვას ადამიანური ღირსების წინააღმდეგ და დაეცვა ჟურნალისტის გამოხატვის უფლება.

აზერბაიჯანს დაეკისრა ისმაილოვასთვის 15 ათასი ევროს გადახდა მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის, და სასამართლოს ხარჯების, 1750 ევროს დაფარვა. რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, ისმაილოვა 2012 წელს აშუქებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახის, სავარაუდოდ, კორუფციულ საქმიანობას, როცა მიიღო წერილი მუქარით, რომ საჯაროდ დაამცირებდნენ, თუ არ შეწყვეტდა საგამოძიებო სამუშაოებს. წერილს თანდართული ჰქონდა ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებული იყო მის ბინაში. ვიდეოზე გადაღებული იყო ისმაილოვა, რომელსაც სექსი ჰქონდა თავის მაშინდელ მეგობარ კაცთან. ვიდეო გავრცელდა ინტერნეტით, მას მერე, რაც ისმაილოვამ უარი თქვა საგამოძიებო საქმიანობის შეწყვეტაზე და საჯაროდ გამოაცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლი იყო.

XS
SM
MD
LG