Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეები სასამართლოში "კლანურ მმართველობას" აპროტესტებენ


აქციის მონაწილეები ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომასა და სასამართლოს გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეები ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომასა და სასამართლოს გათავისუფლებას.

თბილისში, „რედისონ ბლუ ივერიასთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ თანამდებობა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც უზანესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დაკომპლექტებაში მიიღეს მონაწილება, გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა და შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა და განხორციელდეს სასამართლოს რეფორმა.

"რედისონში" პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

XS
SM
MD
LG