Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისელები ჰესების საწინააღმდეგო აქციას მართავენ


პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ წუთებში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ხეობის მოსახლეობა უკვე თვეებია პანკისში ჰესების აშენებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს მშენებლობა ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნის.

ხალხი შიშობს, რომ სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი შეიქმნება.

პანკისელებმა წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზეც დაწერეს და მას ამ საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი შეკრების შემდეგ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე პანკისელი უხუცესები პოლიციაშიც დაიბარეს და უთხრეს, რომ ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხეობაში ჰესი მაინც აშენდება.

XS
SM
MD
LG