საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს აღარ გაიმართება 11 საათზე დანიშნული სხდომა. მისი გაუქმების მიზეზი საბჭოს პრესსამსახურს არ დაუსახელებია. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი წინადადება, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2019 წლის 4 თებერვალს არ გაიმართება.“
გვიან ღამით იუსტიციის საბჭოს შენობაზე გააკრეს კარიკატურები, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს ლევან მურუსიძეს ხელში უჭირავს თემიდას მოკვეთილი თავი, სხეულს კი პულსს უსინჯავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.