Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა


ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოაწყვეს აგენტმა პროვოკატორებმა, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. როგორც ტელეკომპანია იუწყება, სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა აგრესიული ადამიანების ჯგუფი.

„რუსთავი 2“-ის თანახმად, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზის გაუშვეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ემიგრანტებს დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება ლიეჟიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პილპილის სპრეი გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG