Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის დამცველი აქტივისტები 3 მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს დაიწყებენ


ბათუმი
ბათუმი

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ბათომი“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“ ბათუმის მერიას და აჭარის ადგილობრივ მთავრობას სამი მოთხოვნა წაუყენეს.

აქტივისტები მოითხოვენ, შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული უკანონო ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც მშენებლობის რეკომენდაციებს გასცემს, „რივიერას“ ტერიტორიაზე არ აშენდეს მრავალსართულიანი შენობები და ეს ადგილი დაბრუნდეს ქალაქის ისტორიული ზონის საზღვრებში და ბათუმის მერმა პორტის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას ხელი არ მოაწეროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ჩვენს მიერ დაქირავებული ბიუროკრატია ქალაქის სწორად განვითარების ნაცვლად შერჩევით, რამდენიმე ინვესტორის ინტერესებს ემსახურება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ან კორუფციულ გარიგებში არიან ჩართული, ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას, გათავისუფლდნენ გავლენებისგან და მიიღონ კეთილსინდისიერი, კანონშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები” - ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG