Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამალაძე მკურნალობას ციხის საავადმყოფოში განაგრძობს


დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მისი თქმით, ექიმები ამ დროისთვის დეკანოზის ზუსტ დიაგნოზს ვერ ადგენენ.

„ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმის ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროს საავადმყოფოში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე“, - აცხადებს რამიშვილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, ინსულტის დიაგნოზის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, ეს დიაგნოზი არ დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG