Accessibility links

site logo site logo

სოცმუშაკი: სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ათი სოცმუშაკის თანდასწრებით ვესაუბრებით


"როდესაც სერვის ცენტრში მოდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, მე მას უნდა გავესაუბრო 10 სოციალური მუშაკის თანდასწრებით”, - ამბობს სოფო ღვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაობის სისტემაში არსებული გამოწვევები. სოციალური მუშაკები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემად სახელდება სექსუალურ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა: „სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი იძულებულია სოციალური მუშაკების თანდასწრებით მოყვეს, თუ როგორ იძალადეს მასზე სექსუალურად, რადგან ჩვენ არ გვაქვს ცალკე ოთახი, რომ მას ინდივიდუალურად გავესაუბროთ" - ამბობს სოფო ღვთისიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG