Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მეცხრეკლასელ მოზარდს ეძებენ


გორში უკვე მეორე დღეა ეძებენ 15 წლის მოზარდს. მეცხრე კლასელი ბიჭი გუშინ შუადღის შემდეგ გაუჩინარდა. ინფორმაცია ოჯახის წევრებმა თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და მოქალაქეებს დახმარება სთხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია დღეს შევიდა და პოლიციელებმა სამძებრო სამუშაოები დაუყონებლივ დაიწყეს. გორის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ როგორც ოჯახისთვის ისე სკოლისთვის ამ გაუჩინარების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

ბავშვები ახლა საგაზაფხულო არდადეგებზე არიან, მხოლოდ ის ვიცით რომ გუშინ შუადღის ორ საათზე გავიდა სახლიდან და მთელი ღამე აღარ დაბრუნებულა. ვიცით რომ დილიდან უკვე პოლიციაა საქმეში ჩართული და ეძებენ მოზარდს“, - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რადიო თავიისუფლების ინფორმაციით, დაკარგული მოზარდი საზოგადოება „ბილიკის“ დღის ცენტრში გასული წლის აგვისტომდე დადიოდა, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილი, თუმცა გასული წლის შემდეგ ის ამოეწერა დღის ცენტრიდან. „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი მოზარდს როგორც გონებაგახსნილ და მიზანსწრაფულ ბავშვს ისე ახასიათებს.

რადიო თავისუფლება ბავშვის დეიდასაც ესაუბრა. მისი თქმით გუშინ ორი საათისთვის მოზარდი ვერხვების დასახლებიდან ჭალის დასახლებისკენ წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ამ დრომდე სამართალდამცავები ბავშვის შესაძლო ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ყველა ინფორმაციას ამოწმებენ.

XS
SM
MD
LG