Accessibility links

site logo site logo

საკრებულოში თბილისის გენგეგმის დამტკიცების პროცესი კამათის ფონზე მიდის


თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში თბილისის გენგეგმას განიხილავენ. გენგეგმა დღესვე უნდა დამტკიცდეს, თუმცა პროცესი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათის თანხლებით გრძელდება.

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კამათის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რომელიც, როგორც თბილისის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ განაცხადა, გამოსწორდება. ეს ხარვეზი შეეხება 14 ათასზე მეტ კვადრატული მიწის ნაკვეთს, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს და ზონალური სტატუსი ამ ტერიტორიას ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა. რაც მოგვიანებით ქალაქის მერმა კახა კალაძემაც უარყო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას განცხადებით, ექსპერტებს ამ გენგეგმაზე მუშაობა ურთულეს პირობებში მოუწია და ახლა დროა ამ გენგეგმას ახალი სიცოცხლე მიეცეს:

„ ეს უდიდესი ისტორიული მომენტია. ახალი ქალაქის კონსტიტუციას ვიღებთ“, - განაცხადა მან.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გენგეგმაში ამდენი ხარვეზია შესასწორებელი, ჯობს გენგეგმის დამტკიცება ისევ გადაიდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG