Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს


ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს, თუმცა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციამ მანქანების ევაკუატორით გაყვანა გადაწყვიტა.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. მძღოლები მიიჩნევენ, რომ ტაქსების სფეროში ხელისუფლება მონოპოლიის დამყარებას ცდილობს და კერძო ტაქსების მფლობელებს შიმშილისთვის წირავს.თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს, - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. აქცია ლეიბორისტული პარტიის მიერაა ორგანიზებული.

მოვითხოვთ გაუქმდეს ტაქსების იძულებითი გადაღებვის რეგულაცია, რაც არის ხელმიუწვდომელი, რაც არის მანქანის დამაზიანებელი, საკუთრების უფლების შემლახავი და პირდაპირი ტერორი. მონოპოლიის დამყარების მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG