Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ხაზარაძეს ურჩევს კვალიფიციური ადვოკატების დაქირავებას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აღარ ადევნებს თვალყურს, რადგან დროის დაკარგვა არ სურს. კითხვაზე, რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი, მინისტრმა უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.

„რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების პასუხად ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG