Accessibility links

site logo site logo

ემზარ კვიციანი კანონიდან “სექსუალური ორიენტაციისა” და “გენდერული იდენტობის” ამოღებას ითხოვს


პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანის ინიციატივას.

კანონპროექტების პაკეტი გულისხმობს კანონმდებლობიდან, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღებას.

ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში ამ ტერმინების გაჩენით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა” და ეს ტერმინები წინააღმდეგობაში მოდის ოჯახის ინსტიტუტთან, ზნეობრივ საფუძვლებთან და რელიგიურ სწავლებებთან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის ინიციატივა დისკრიმინაციულია.

ვიცესპიკერის ამგვარი შეფასება მიუღებელი აღმოჩნდა ემზარ კვიციანის თანაგუნდელებისათვის. ადა მარშანიას თქმით, თამარ ჩუგოშვილს “გამრუდებული ღირებულებები აქვს”.

ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლიდანაც ტერმინების ამოღებას ითხოვს ემზარ კვიციანი, გულისხმობს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე მესამედ შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG