Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჰემოტის ქანდაკებისთვის კონკურსი გამოცხადდა


თბილისში, გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ქანდაკების განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით გააზრებული უნდა იყოს იმ გარემოს შესაბამისად, სადაც მისი განთავსებაა გათვალისწინებული. კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 90 000 ლარს, ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG