Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმე დასრულებულია: თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს მეორე ინსტანციაშიც მოუგო


საქმე „სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ“ დასრულებულია.

მეორე ინსტანციის სასამართლომ დადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და ტელეწამყვან შალვა რამიშვილს ჟურნალისტისა და აქტივისტის, თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ "შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო". სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე“, - წერს თათია სამხარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და კიდევ ერთხელ იმეორებს არაერთხელ ნათქვამ ფრაზას, რომ ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.

თათია სამხარაძე მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადა ჩემი მხარდაჭერა.

„თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია“, - წერს თათია სამხარაძე.

საქმე „სამხარაძე- რამიშვილის წინააღმდეგ“ ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც, თათია სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, თათია ტელეკომპანია "იმედში" მუშაობისას მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისგან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თათიას გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. აღნიშნული ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს, რაც შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.

XS
SM
MD
LG