Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის


2019 წლის 26 მარტი, საპროტესტო აქცია ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში
2019 წლის 26 მარტი, საპროტესტო აქცია ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში

ინგუშეთში კიდევ ერთი აქტივისტი, მუსა პლიევი, დააკავეს მეზობელ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ სადავო შეთანხმების გასაპროტესტებელ აქციებში მონაწილეობისათვის.

ადგილობრივმა ადვოკატმა კალოი ახილგოვმა მედიას უთხრა, რომ პლიევი დააკავეს 8 აპრილს შინ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ.

გასულ კვირაში რვა ინგუში აქტივისტი გადაიყვანეს მეზობელ ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც წაუყენეს უფლებადამცველებზე თავდასხმისა და წასრიგის დარღვევისაკენ საჯარო მოწოდებების ბრალდება. მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე გასულ კვირაში კიდევ რამდენიმე ინგუში აქტივისტი დააჯარიმეს, ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე დღით დააკავეს პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებისათვის.

შეტაკებები მოხდა 27 მარტს, როცა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ასობით დემონსტრანტი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში, როცა იმართებოდა უსანქციო გამოსვლა ჩეჩნეთთან საზღვარზე შეთანხმების გასაპროტესტებლად.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ იევკუროვმა სექტემბერში, დახურულ კარს მიღმა გააფორმეს შეთანხმება საზღვრის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG